პროექტი

სასწავლო პროექტი სამოქალაქო განათლებაში

პროექტის სახელწოდება
ვებრძოლოთ ძალადობას
პროექტის მთავარი იდეა
სკოლაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამყარება
პროექტის აქტუალობა
ძალადობის ფაქტების სიხშირე სკოლებში
პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში,  ითანამშრომლობენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად
მონაწილეთა ასაკი
16-17 წელი
ვადები / ხანგრძლივობა
10  სასწავლო დღე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან ძალადობის ფორმებს, მოიძიებენ მასალას ძალადობის სხვადასხვა ფაქტებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ, იმსჯელებენ პრევენციული ღონისძიებების შესახებ
პროექტის საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, კომპიუტერი, ფლიპჩარტი, მარკერი, პროექტორი
პროექტის მსვლელობა
კლასს დავყოფ 3 ჯგუფად,
1 ჯგუფი -მოიძიონ მასალა ძალადობის სხვადასხვა ფაქტებისა და მათი მოგვარების შესახებ.
2ჯგუფი-წინასწარ გამზადებული კითხვარის საშუალებით თემში გამოკითხვის ჩატარება .
3ჯგუფი-ანტიძალადობრივი სლოგანების შექმნა(გამოფენა)მასალის ინტერნეტში გამოქვეყნება
ბულინგის თემაზე სასწავლო ფილმის ნახვა
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ე.ს.გ.სთან კავშირი
მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას იყენებენ სამოქალაქო განათლებაში,ისტორიაში,ი.ს.ტ.ში მიღებულ ცოდნას.ე.ს.გ.-სთან მიმართებაში უვითარდებათ ინფორმაციის მოძიება-დამუშავების,პრობლემის წამოჭრისა და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარჩვევები,პრევენციული ღონისძიებების დასახვის უნარი
პროექტის ხელმძღვანელი
ლალი როსტიაშვილი
ელ-ფოსტა
Lalirostiashvili1@gmail.com

No comments:

Post a Comment